Sunday, October 11, 2009

სეფისკვერები



ლოცვა მუშაობის დაწყებამდე.
ყოველდღე სამების საპატრიარქო ტაძარში სასულიერო სემინარია-აკადემიის სტუდენტები საცხობში სეფისკვერებს აცხობენ მცხეთა-თბილისის ეპარქიისთვის














სეფისკვერები ქართული ხორბლის ფქვილისგან ცხვება. ფქვილს სპეციალური დანადგარით ცრიან. თბილ წყალში ხსნიან საფუარს და მარილს. კარგი ცომის მისაღებად მოზელვის პროცესი 20-25 წუთი უნდა გაგრძელდეს.








გუნდების გაბრტყელება.
მოზელილ ცომს გუნდებად ჭრიან, ხელით ამუშავებენ, შემდეგ კი სპეციალური მანქანით ისე აბრტყელებენ, რომ სეფისკვერების ძირები ადვილად ამოიჭრას.


ცომი იჭრება, საგანგებოდ დამზადებულ ხის დაფებზე და ტაფებზე იწყობა.











საუბარი ხელებით. დიდი სეფისკვერების დაწყობის შემდეგ ჯერი პატარა სეფისკვერების დაწყობაზეა. იმდენად, რამდენადაც კვირაში რამდენიმე ათასის გამოცხობა უწევთ, ბიჭები შეჩვეულები არიან სწრაფ მუშაობას, ხშირად დრო საუბრისთვისაც არ რჩებათ, თუმცა...



















ღიმილი მცხობელების სავიზიტო ბარათია.
რომეო სემინარიის მე-4 კურსის სტუდენტია. ის მეგობრებში თავისი ანეკდოტებითა და მოსწრებული ხუმრობებითაა ცნობილი. ახლაც მორიგი ხუმრობის დროა.




სეფისკვერების ძირების შეფუთვა.
ღუმელის გახურების გამო საცხობში დიდი სითბოა ხოლმე, სეფისკვერებსაც კარგად ფუთავენ იმისთვის, რომ კარგად ამოფუვდეს.















დაბეჭდვა.
საგანგებოდ ამოტვიფრული ბეჭდების მეშვეობით ცომს ბეჭდავენ. წირვისთვის სულ ხუთი სეფისკვერია საჭირო: 4 ჯვრის გამოსახულებით და 1 ღვთისმშობლისა და მაცხოვრის გამოსახულებით.




















წყალი, მიწა, ცეცხლი და ჰაერი.
ამოფუებულ ცომს წყალს ავლებენ, ძირებმა თავები რომ კარგად მიიკრას. სითბო კი ცომის კარგად გამოცხობას უწყობს ხელს, ღუმელში მოძრავი ჰაერი კი მუდმივად არეგულირებს სითბოს რაოდენობას.


თითოეულ სეფისკვერს უნდა შეეხო.
დაბეჭდილი თავების დადების შემდეგ ცომს ჩხვლეტენ სეფისკვერების უკეთ გამოსაცხობად.






მთელი კვირა წირვა-ლოცვის მოლოდინში.
სამების ლავრის (მონასტერთა კრებული) საცხობში ყოველკვირეულად წირვა-ლოცვის დაახლოებით 350-ჯერ ჩასატარებლად საჭირო დიდი სეფისკვერი და 15000-მდე პატარა სეფისკვერი ცხვება. სეფისკვერები ხშირად მაღალმთიან და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის საზღვარგარეთის ეპარქიებშიც იგზავნება.





სანთლით პოხვა.
ღუმელიდან გამოტანილ ტაფებს მცხობელები სანთლით იმისთვის პოხავენ, რომ შემდეგში დიდი ტემპერატურის გამო ტაფამ ცომი არ მიიკრას.












საეპისკოპოსო წირვა.
საეპისკოპოსო წირვისთვის ტარიგები ცხვება. თითოეული დეტალის გათვალისწინებაა საჭირო, რომ ტარიგი კარგი გამოცხვეს. ბიჭებმა ამჯერადაც კარგად შეასრულეს სამუშაო.






საკურთხევლიდან მრევლის ხელში.
ყოველი წირვა-ლოცვის შემდეგ მღვდლის მიერ ნაკვეთ სეფისკვერებს ტაძრის სტიქაროსანი ისე დაანაწილებს, რომ მრევლის თითოეულ წევრს შეხვდეს.

No comments:

Post a Comment