Sunday, October 11, 2009

ფოტო ამბავი მცხეთის ანტიოქიის დედათა მონასტერი


მცხეთის ანტიოქიის დედათა მონასტერი

საქართველოს ძველი დედაქალაქი ქართული კულტურის ერთ-ერთი ცენტრ


სტეფანე პირველმოწამის სახელობის ანტიოქიის ტაძარი ჩვენი წელთაღციხვის მე-5-მე-6 საუკუნეების არქიტექტურული ძეგლია. მდებარეობს მტკვრისა და არაგვის შესართავთან, "ქართლის ცხოვრების” თანახმად, ქართველთა გაქრისტიანების ადგილას


1954 წელს გადაღებულ სურათზე კარგად ჩანს, რომ ტაძარი მე-20 საუკუნის 70-იან წლებამდე მდინარე არაგვის ნაპირას იდგა, თუმცა ზაჰესის მშენებლობისა და არაგვისთვის კალაპოტის შეცვლის გამო, ტაძრის მიმდებარე ტერიტორია ჭაობიანი გახდა.



1997 წელს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მონასტრის ტერიტორია შემოკავებულ იქნა, აშენდა სასულიერო პირთა საცცოვრებელი, დაარსდა დედათა მონასტერი







ამჟამად მონასტერი სამთავროს დედათა მონასტრის განაყოფად ითვლება და ცხოვრობს ამავე მონასტრის ტიპიკონით (მონასტრის შინაგანაწესი)






















ანტიოქიის მონასტერი ისევე, როგორც სამთავრის დედათა მინასტერი სვეტიცხოვლის არქიმანდრიტის მზრუნველობის ქვეშაა. სვეტიცხოვლის მამები ყოველ შაბათ-კვირას წირავენ ტაძარში






მონასტერს საკმაოდ დიდი ბაღი აქვს, სადაც სხვადასხვა ხილი და ყურძნის რამდენიმე ჯიში ხარობს










მონასტერში ხშირად დადიან ახალგაზრდები, რომლებიც ეხმარებიან მონაზვნებს სხვადასხვა სამეურნეო საქმეში




მალე მონასტრის კეთილმოწესე დედა ბარბარე პურს დააცხობს...ნამუშევარ მეგობრებს მოშივდათ







დედა ბარბარე გამოცდილი ტრაპეზარია, წლების გნამავლობაში დიდ დღესასწაულებზე ის ამზადებს კერძებს პატრიარქის ტრაპეზისთვის სვეტიცხოველში




ლოცვა 3 საათზე. მონაზვნები მონასტრის უკან მდებარე მიწის ნაკვეთზე არიან, რომელიც მცხეთა-თიანეთის სამხარეო ადმინისტრაციამ მათ გადასცა







ბამბურა










ბუბურიკა







13 წლის ნინოს მონასტერში ყოფნა ძალიან მოსწონს და დედებსაც ხშირად ეხმარება















მონასტრის წევრები ხშირად დადიან სამთავროს დედათა მონასტერში, სადაც მართლმადიდებელი მორწმუნეებისათვის ცნობილი არქიმანდრიტ გაბრიელ (ურგებაძის) საფლავია

No comments:

Post a Comment